როგორ ართმევდა ქონებას სააკაშვილის ხელისუფლება ხალხს, ნოტარიუსის სკანდალური აღიარება

როგორ ართმევდა ქონებას ხალხს სააკაშვილის ხელისუფლება ნოტარიუსის სკანდალური აღიარება

წადეიშვილის პროკურატურა, კეზერაშვილის ფინანსური პოლიცია, ახალაიას სამხედრო პოლიცია, მერაბიშვილის შსს და კიდევ სხვა სტრუქტურები „საკუთარი ნოტარიუსებისით“ „აპრავებდნენ“ საკუთრების უკანონოდ ჩამორთმევებს.
წგახმაურებული საქმეების ყველა ფაბულა ძალიან ჰგავდა ერთმანეთს – მიჰყავდათ ღამით ნოტარიუსთან და ძალოვანების თანდასწრებით სახელმწიფოზე ფორმდებოდა ჩუქება.
წერთ-ერთ ასეთ ნოტარიუსად წლების განმავლობაში მოიხსენიებდნენ ნუნუ გინტურს. გაჟღერდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გინტური რამდენიმე დღის წინ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, სამსახურებრივი უფლებამისილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, აღნიშულ დანაშაულში თანამონაწილე ია იაშვილთან ერთად, სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა.
წბრალი, რომელიც გინტურს წაუყენეს, 3 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ამჯერად ის 50 ათასი ლარის გირაოს საფასურად განთავისუფლდა… თუმცა, ამ ნოტარიუსის მიმართ საზოგადოებაში კითხვები კვლავაც რჩება.
წ„პრაიმტაიმი“ თავის მკითხველს სთავაზობს ინტერვიუს ბრალდებულთან, რომლის სახელიც წლების განმავლობაში ადეიშვილსა და მის თანამზრახველებს უკავშირდებოდა და, შესაბამისად, ამ თემებზე მის პასუხებსაც გაგაცნობთ:
წ– თქვენს ბრალდებასთან დაკავშირებით რა შეგიძლიათ, თქვათ?
წ– წარმოგიდგენიათ, თურმე ამხანაგობა „ლომას“ თავმჯდომარეს იძულებით გავაფორმებინე ხელშეკრულება. თურმე საწყალი კაცი მოვატყუე, მიწა დავუიპოთეკე, ხალხი ქონების გარეშე დავტოვე. ეს ყველაფერი არის ძალიან ცუდი პიარი…
წ– მაგრამ თქვენ გიცნობენ ადეიშვილის „ღამის ნოტარიუსად“…
წ– ჩემთვის გაუგებარია, რატომ მაკავშირებენ ადეიშვილთან და სხვებთან. ჩემთან ოფისში მოსულ კლიენტებს შორის არასდროს მინახავს რაიმე პრობლემური ურთიერთობა. არასდროს შემინიშნავს, რომ ვიღაცას რაღაცას იძულებით აკეთებინებდნენ. არც ერთი ნოტარიუსი არ შეასრულებდა სანოტარო მოქმედებას, ეს რომ ყოფილიყო მისთვის ცნობილი. სადაც არ უნდა დამკითხონ, თუ რომელიმე მხარე, რომელიმე მესაკუთრე იტყვის, რომ ნოტარიუსთან რაიმე იძულებას ადგილი ჰქონდა, ან ნოტარიუსის ზემოქმედებით, ან არასწორი მოქმედებით ისინი დაზარალდნენ, მე ვინ დამინდობს? და რა თქმა უნდა, პასუხი უნდა ვაგო. რაღაც ლეგენდა შექმნეს ამისგან. მე რატომ გავპიარდი ასეთ ცუდ ჭრილში, ამას ვერ ვხსნი. ძალიან დავიღალე ამ ყველაფრისგან.
წ– ღამით, არასამუშაო საათებში რომ მოდიოდა ეს ხალხი თქვენთან ასეთი ხელშეკრულებების გასაფორმებლად, არც ამან მოგცათ რამე ეჭვის საფუძველი?
წ– აგიხსნით ამასაც. წესით, ამ დეტალებზე არ უნდა ვსაუბრობდე, მაგრამ მეც მინდა ვიღაცებმა გაიგონ სიმართლე. ნოტარიუსი ვარ და ჩემი კანონი მავალდებულებს, როცა ნოტარიუსი აღარ ვიქნები, მაშინაც შევინახო ეს საიდუმლო. მე ვიტყვი ერთს: თუ საჯარო რეესტრის საიტს გახსნით, ნახავთ, რომ ეს სანოტარო მოქმედებები არის გაკეთებული, თუ არ ვცდები, ნოემბერ-დეკემბერში, ანუ წლის იმ პერიოდში, როდესაც 6 საათზე უკვე ღამეა. შეიძლება შებინდებული იყო, მაგრამ არც ერთი სანოტარო მოქმედება არ შესრულებულა შუა ღამისას. ღამის ნოტარიუსს რომ მეძახიან, ეს არის სარკაზმები. მაქსიმუმ 8, 9 საათს არ გადასცდენია არც ერთი გაფორმება. როცა სანოტარო მოქმედებას ვიწყებ 4 საათზე, ან ხუთზე, არ შეიძლება ის 15 წუთში გაამზადო. იმას სჭირდება, დრო, მომზადება, სამართლებრივი შეფასება. ეს არ იყო ფიზიკური პირების საკუთრება, ეს იყო შპს-ების საკუთრება. უნდა გამომეძახებინა აუცილებლად შპს-ს დამფუძნებელი. უნდა დამედგინა მათი ნება, უნდა შემედგინა კრების ოქმები, ამ კრების ოქმებზე პარტნიორთა ხელმოწერები უნდა დამედასტურებინა. უნდა მომეგროვებინა საკუთრების დამდგენი სხვა საჭირო დოკუმენტები და ა.შ. თითოეულ ასეთ საქმეს 2-3 საათი მაინც სჭირდება და ამან გამოიწვია ეს ყველაფერი. არ ვარ, ხალხო, დამნაშავე. არც კანონი დამირღვევია, არც მორალი, არც ქვეყნის მოღალატე არ ვარ და რატომ გამაპიარეს ასე ცუდად, ვერ ვხვდები. გეხვეწებით, ჩემი სიმართლე გააჟღერეთ. აღარ შემიძლია.
წ– გინდათ თქვათ, რომ სააკაშვილის ხელისუფლების წარმომადგენლებთან კავშირი არ გქონიათ?
წ– უშუალო შეხება არც ადეიშვილთან და არც სააკაშვილთან არ მქონია. შემიძლია, ღვთის წინაშე დავიფიცო. არ მქონია არანაირი საქმიანი შეხება იმ ხალხთან.
წ– თვითონ ამ საქმეების შინაარსმაც არ დაგაეჭვათ, როდესაც შპს-ები თავისი ნებით ასე ერთბაშად ჩუქნიდნენ ქონებას სახელმწიფოს, თანაც ეს ხდებოდა მაშინ, როდესაც ბავშვმაც კი იცოდა, როგორ ხდებოდა საკუთრების მიტაცება?
წ– ამასაც აგიხსნით: ყველა ერთად კი არ იყო მოსული ჩემთან… ეკონომიკის სამინისტროს გაცემული ჰქონდა მინდობილობა ერთ პირზე, როცა ჩემთან პირველი ასეთი საქმე გაკეთდა. პირველი მესაკუთრის ადვოკატი იყო მანამდე ჩემი კლიენტი. ეს იყო დავით სალაძე, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ. მან მოიყვანა თავისი კლიენტი ამ რიყის ხელშეკრულების გასაფორმებლად. ზუსტად არ მახსოვს, რომელი ობიექტი გააფორმეს. არც მისი კლიენტის გვარი მახსოვს. დათო სალაძემ მოიტანა ეკონომიკის მაშინდელი მინისტრის, გიორგი არველაძის მიერ გაცემული მინდობილობის ორიგინალი. ვინაიდან ეს მინდობილობა იყო ჩემთან, ამიტომაც მოხდა იმ დანარჩენი საქმეების ჩემთან გაფორმება.
წ– რაკი სალაძეს იცნობდით, ამიტომ არ შეგპარვიათ ეჭვი?
წ– რომ არ მცნობოდა, მაინც არ შემეპარებოდა. მე იმ დროისთვის 25 წლის გამოცდილების ნოტარიუსი ვიყავი. გამოცდილებაც მქონდა და კვალიფიკაციაც. მე თვითონ ადვოკატისგან ვიცი, მგონი, დავით სალაძისგან, ზუსტად არ მახსოვს, რომ მის კლიენტს ბიუჯეტის ვალი ჰქონდა და ვალში გადასცემდა ამ ქონებას. ეჭვი არ შემპარვია. რატომ უნდა მეკითხა, რატომ აკეთებდა ამას – ნოტარიუსს ეს არ ევალება. ეს მისი უფლება იყო.
წ– ასეთ საქმეებს განმეორებითი ხასიათი რომ ეძლეოდა და ყველას რომ ბიუჯეტის დავალიანება აღმოაჩნდა ერთბაშად, ან უბრალოდ სურვილი, სახელმწიფოსთვის ქონება ეჩუქებინათ, არც ეს გახდა თქვენთვის ეჭვის საფუძველი?
წ– ამ თემაზე ვაპირებ სერიოზული პრესკონფერენციის გაკეთებას და ერთხელ და სამუდამოდ გაგაგებინებთ სიმართლეს. თუ ვინმეს პრეტენზია აქვს საქართველოში კაიქალობაზე, პატრიოტობასა და სამშობლოს სიყვარულზე, ერთ-ერთი პირველთაგანი ვარ, ჩემო საყვარელო, რა (სტილი დაცულია. – მ.ნ.). ძალიან მაგარი ქალი ვარ, ყველაზე მაგრად მიყვარს ჩემი საქართველო და ჩემი ხალხი. ამას თუ დამინახავთ, დამინახეთ, თუ არადა გამწირეთ, მზად ვარ… დიდი მადლობა და პრესკონფერენციას რომ მოვიწვევ, დანარჩენს იქ მოგახსენებთ.
წსამწუხაროდ, ჩვენთან საუბარი ასე შეწყვიტა ნუნუ გინტურმა, არადა კითხვები კიდევ გვქონდა, თუნდაც მის დანიშვნასთან დაკავშირებით. ყველა ოფიციალურ ცნობაში ნუნუ გინტური 1997 წლის 16 იანვარს ჩატარებული გამოცდის საფუძველზე დაინიშნა ნოტარიუსად. არადა იუსტიციის მინისტრის ბრძანება, რომელიც საგამოცდო დებულების საფუძველი გახდა, მხოლოდ ორი თვის და 10 დღის შემდეგ, 1997 წლის 26 მარტს გამოიცა. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ ნოტარიუსის უფლებამოსილების საკითხი გამოძიებამ ამ ნაწილშიც დააყენოს.

Комментариев нет

Автор изображений для темы: Maliketh. Технологии Blogger.