ივანიშვილი საქართველოს მოსახლეობას პატიებას სთხოვს

ბიძინა ივანიშვილი ეკლესიაში-ის სურათის შედეგი
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს. ივანიშვილის ეს საახალწლო მიმართვა საქართვეოს მოსახლეობისადმი, ივანიშვილმა, როგორც რუსეთის მოყვარულმა და რუსული დაკვეთის შემსრულებელმა, არა ამერიკული „ფეიბუქის“, არამედ რუსული „ოდნოკლასნიკის“ოფიციალურ გვერდზე განათასა. გთავაზობთ მთლიან ტექსტს ცვლილებების გარეშე. „ძვირფასო თანამოქალაქეებო, უპირველეს ყოვლისა მსურს მოგილოცოთ შობა-ახალი წელი, გისურვოთ გამძლეობა და ჯანმრთელობა, რაც დღევანდელ ეპოქაში აგრერიგად მნიშვნელოვანია. ახლა კი მინდა გამოვეხმაურო ჩვენ ქვეყანაში, ბოლო 4 წლის განმავლობაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს და მკაფიოდ მინდა აღვნიშნო, რომ მეც მწარედ მომატყუეს. ყოველ ღამე იმ დაპირებებზე ვფიქრობ, რაც 2012 წელს ხელისუფლებაში მოსვლამდე გავეცი და რიგი მიზეზების გამო ვერ ან არ შესრულდა. მინდა კიდევ ერთხელ ვისარგებლო საზოგადოების ჭარბი ნდობით ჩემ მიმართ და კიდევ ერთხელ გთხოვოთ შენდობა იმ შეცდომების გამო, რაც ჩვენმა ხელისუფლებამ ბოლო 4 წლის განმავლობაში დაუშვა. ახლა მეორე მხრიდან შევხედოთ ამ პროცესებს, რამაც ეს შცდომები განაპირობა. დღევანდელი ხელისუფლება შეიძლება შევადაროთ იმ ბავშვს, რომელიც სკოლაში პირველად მიდის, არ იცის წერა-კითხვა და სწორედ იქ იწყებს ახალ ცხოვრებას, სწავლას, შემეცნებას. ნაციონალებისგან, იმ სატანებისგან განსხვავებით ჩვენი ხელისუფლება სწორედ ის პირველკლასელი ბავშვია, რომელმაც პირველად გადადგა ნაბიჯი ცხოვრების სავალ გზაზე და ამიტომაც იყო ის, რომ გზად ხან ორმო გვხვდებოდა, ხან თხრილი, რომელშიც ხან ჩვენით ვვარდებოდით, ხან ფეხს წამოგვიდებდნენ და ჩაგვაგდებდნენ, როგორც ეს ბავშვებში ხდება, როცა უფროსი უმცროსს ჩაგრავს. ამ შემთხვევაში უფროსი იყო ნაციონალური მოძრაობა, რომელსაც ბოროტ სტუდენტს შევადარებდი, სწორედ ის იყო ფეხის წამომდებიც და თხრილში ჩამგდებიც, რადგან მას არ სურდა მომავალი თაობის სწორად წასვლა და განვითარება. ამ ოთხი წლის მანძილზე ჩვენ ბევრჯერ ჩაგვაგდეს თხრილში და ბევრჯერ სცადეს ჩვენი ამოსვრა ტალახში, უნდა ვაღიარო ეს ასე თუ ისე გამოუვიდათ, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ის ამაყი პირველკლასელები ვართ, რომლებიც თავს არ დაუხრის მჩაგვრელს და ბოლომდე გაიტანს საკუთარ ღირსებას თუ პრინციპებს. ვწერ ამ სიტყვებს და სირცხვილისგან მუხლები მეკვეთება, რადგან არ ვიცი, რა გითხრათ, რით დაგარწმუნოთ ჩვენ სისპეტაკეში, როგორ აგიხსნათ, თუ რა მოხდა სინამდვილეში და როგორ დაგპირდეთ, რომ ნამდვილად გვექნება უკეთესი მომავალი, რომელსაც ასე ველით ყველა და რა თქმა უნდა მეც. გუშინ ღამე ვერ ვიძინებდი, ჩემი ბიჭი ბერა შემოვიდა ოთახში და მითხრა, მამი რა გატირებსო, მე ვერ გავბედე მეთქვა ტირილის მიზეზი და ვუთხარი, დედაშენმა ხახვი შეწვა და თვალები ამიწვა თქო, არადა სინამდვილეში გული მქონდა გადათუთქული იმაზე, რაც ხდება. საწვავი გაძვირდა, პროდუქტები გაძვირდა, ლარი დავარდა, გადასახადებმა მოიმატა, სიგარეტის ფასიც გაიზარდა, მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მე მჯერა, რომ ჩვენი მოსახლეობა იქნება ბრძენი და ქვეყნის წინსვლისთვის ყველაფერს აიტანს და გაუძლებს. სიტყვები არ მყოფნის იმის გადმოსაცემად რას ვგრძნობ ახლა, ვზივარ ჩემი სახლის ვერანდაზე და ვფიქრობ, როგორ ჩაგხედოთ თვალებში, როგორ დაგანახოთ ის ლამაზი საქართველო, რომელიც ჩემი სახლიდან ჩანს, მაგრამ არ გამომდის, არ გამომდის და მომკალით. ამ ახალ წელს, სოლიდარობის ნიშნად არაფერი გაგვიკეთებია. მე და ეკა ვისხედით აივანზე და ვუყურებდით საახალწლო მაშხალებს, მერე შევედით და სიმბოლურად თითო ჭიქა წითელი ღვინო შევსვით, ისიც ყელზე დამადგა, რადგან ვიცოდი, ზოგს ესეც კი არ ჰქონდა. ჩემო თანამოქალაქეებო, კიდევ ერთხელ გთხოვთ პატიებას და ვხედავ გაბიბინებულ საქართველოს, სადაც არცერთი მოწყენილი სახე არ არის, ვხედავ ადამიანებს, ვინც დილას ღიმილით იწყებს და ასევე ამთავრებს. ფეხბედნიერი ყოფილიყოს 2017 წელი ჩვენი ბედკრული საქართველოსთვის“. პატივისცემით ბიძინა ივანიშვილის ოდნოკლასნიკის ოფიციალური გვერდი.


წყარო (Timesnews.ge)

Комментариев нет

Автор изображений для темы: Maliketh. Технологии Blogger.