,,კეზერაშვილმა მილიონები ყაჩაღობით იშოვა და დღეს ივანიშვილის შექმნილ ევროპულ საქართველოს აფინანსებს“

დაკავშირებული სურათი

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ გიგა ბოკერიას, გიგი უგულავას და დავით კეზერაშვილის სურვილი იყო რომ ენმ დანგრეულიყო.
როგორც მელიამ "ტვ.პირველის" ეთერში განაცხადა, რომ კეზერაშვილმა "ნაციონალურ მოძრაობაში" ყოფნისას სრულიად გაურკვევლად იშოვა მილიონები. 
"არ მაქვს მორალური უფლება ვაკრიტიკო ფარცხალაძე სამართლიანად, როდესაც ვიცი, რომ მილიონებს შოულობს, რადგან ასევე ვიცი, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ წლების წინ იყო დავით კეზერაშვილი, რომელმაც სრულიად გაურკვევლად - ყაჩაღობით, ქურდობით და ძარცვით იშოვა მილიონები, ახლა კი ბიძინა ივანიშვილის მიერ შექმნილ „ევროპულ საქართველოს“ აფინანსებს. "- განაცხადა მელიამ.
მისი შეფასებით, კეზერაშვილმა წინა ხელისუფლების დროს "იშოვა მილიონები", რაც მელიას შეფასებით "სირცხვილი" იყო.
"ნამდვილად ვერ ავიღებ მე პასუხისმგებლობას დავით კეზერაშვილისნაირ ადამიანებზე. საკუთარი ინტელექტუალური შესაძლებლობის გათვალისწინებით იშოვა? (ფული) ფინანსურ პოლიციაში როცა მუშაობდა ის ძარცვავდა, ისევე როგორც დღეს ფარცხალაძე ძარცვავს მთელს საქართველოს... ყველა მისი ბიზნეს პარტნიორი, რომლებიც საქართველოდან განდევნილები იყვნენ, ყველა რატომღაც ერთად დაბრუნდა და არათუ ბიზნესი განაგრძეს, არამედ განავითარეს. ბოკერია, უგულავა ბაქრაძის პარტიას რომ აფინანსებს, თქვენ გგონიათ რომ ივანიშვილის დასტურის გარეშე ხდება?! დღევანდელი ნაციონალური მოძრაობა სხვა პარტიაა"- აღნიშნა მელიამ.


წყარო (Primetime.ge)

Комментариев нет

Автор изображений для темы: Maliketh. Технологии Blogger.