ი ვ ა ნ ა შ ვ ი ლ ო, ჩაკვდი ჩემი ქვეყნის გაპარტახებისთვის, ჩაკვდი ჩემი ოჯახის განადგურებისთვის



დღეს "განაჩენი" გამოგვიგზავნა ივანაშვილის "მეტყველმა" მოსამართლედწოდებულმა მანუჩარ კაპანაძემ, სადაც წერს, რომ სპეცრაზმელები თურმე ერთად უნდა ყოფილიყვნენ საკანში და კარგად უნდა დაეზეპირებინათ პროკურატურის შპარგალკები, სადაც ერთხმად ამტკიცებენ, რომ ვაზაგაშვილის მანქანას ესროდნენ ბ ო რ ბ ლ ე ბ შ ი. მანუჩარ კაპანაძე იმასაც წერს "განაჩენში", რომ თითქოს ჩვენ შეცდომაში გვინდოდა შეგვეყვანა სასამართლო იმ მანძილით, ქეთევან მირიანაშვილმა, რომ აივნიდან "დაინახა" გიორგის "საკონტროლო გასროლა" და მანძილის დაგრძელებას ვცდილობდით... (სამხარაულს აქვს გაზომილი მანძილი და ოფთოლმოლოგიური დასკვნა საქართველომ რომ არ გვაღირსა, უკრაინაში მოვიპოვეთ). ტყუილად კი არ ვამბობდი, რომ სასამართლო კი არა, ივანაშვილის ბოსელიათქო, არ ვნანობ არც ერთ ჩემს გამონათქვამს (ბევრი უხეშად მიმაჩნდა აქამდე). ი ვ ა ნ ა შ ვ ი ლ ო, ჩაკვდი იქ სადაც გდიხარ. ჩაკვდი ჩემი ქვეყნის გაპარტახებისთვის, ჩაკვდი ჩემი ოჯახის განადგურებისთვის, ჩ ა კ ვ დ ი შენი ცოცხგათხრილი მოსამართლებიანად.

Комментариев нет

Автор изображений для темы: Maliketh. Технологии Blogger.