"მამა, მე გეი ვარ!" ბერა ივანიშილის სკანდალური აღიარება ქორწილიდან სამი-თვის თავზე

დაკავშირებული სურათი

ჩემს სიტყვებს არც მეტაფორის ფერადებში ამოვავლებ, არც შედარებით ეპითეტის მოოქროვილ ჩარჩოებში ჩავსვამ, პირდაპირობით, ჩემებური სიფაქიზით გაგიმხელთ წრფელ საუბარს, რომელიც ჩემსა და მამაჩემს შორის შედგა!


მამა, ვიცი, რასაც ახლა წაიკითხავ, ძალიან რთული იქნება შენთვის. არა იმ მდგომარეობის გამო, რომ ასეთი ვარ, არამედ შეგრცხვება ხალხის, მეზობლებისა და ნათესავების, სხვა შემთხვევაში, არც კი შეგაწუხებდა ჩემი ეს მდგომარეობა.
მოდი, თავიდან დავიწყოთ და ნუ დავაბრალებთ გარემოს. მე ყოველთვის იმ გარემოში მიწევდა ურთიერთობა, რომელშიც ბოროტება, ღვარძლი, შური და დაპირისპირება იყო. ორი ომი გამოვიარე თქვენთან ერთად და გადავრჩით, გამოვიარეთ შიმშილი, გამოვიარეთ უშუქობა, გამოვიარეთ ყველაფერი და ერთმანეთის გვერდში დგომით გადავრჩით.
უცოდინრობის ბრალია,როცა “პეტუხად”, “პიდარასტად” ან მსგავსი ტექსტებით მოიხსენიებთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენ ირგვლივ დადიან და ჩვენ გვერდით ცხოვრობენ. ვიცი, რომ გტკივა ახლა, მაგრამ მთელი ბავშობა მეც მტკიოდა, როცა ცუდად იხსენიებდით და ლანძღავდით ტელევიზორში დანახულ გეის. თქვენ მე ყოველ დღე მკლავდით თქვენი გამოხედვითა და ხუმრობით, როცა “ქალუსიას” დამიძახებდით. მკლავდით მაშინაც, როცა ცოლის მოყვანას მთხოვდით. მკლავდით ყოველ წამს, როცა ტელევიზორში დანახულ გეის ჩაქოლვას ისურვებდით. შეიძლება თქვენთვის მარტივი იყოს, თუმცა ჩემთვის ეს ყველაზე ცუდი წლები იყო.
რატომ აქამდე არ გითხარით? მეშინოდა! მეშინოდა ჩემი მეგობრების გაბოროტებული სახეების და იმის, რომ მომკლავდნენ ან ჩამქოლავდნენ. მეშინოდა, რადგან ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დასაცავად ჩემი შეწირვა არ გამხდარიყო აუცილებელი. საჭირო და სათანადო დროს ველოდებოდი, რომ მე თვითონ ვყოფილიყავი ამისთვის მზად და ძლიერად.
ნუ დარდობთ, ადრეულ ასაკში თავად ვცადე საკუთარი თავის “განკურნება”. მეც ავადმყოფობა და ანომალია მეგონა. ეკლესიაშიც დავდიოდი და ყოველ ჯერზე ვინანიებდი ცოდვებს, სანამ ერთ-ერთმა მამაომ არ მითხრა, შენ მომაკვდინებელ ცოდვას სჩადიხარ და ვერ გადარჩებიო. მეორე „სულიერმა მამამ“ კი „დაკერვა“ დამიწყო. რა თქმა უნდა, ამის შემდეგ ვერასოდეს ვიქნებოდი „ეკლესიის წიაღში“! წამლებიც მოვიძიე და თურმე არ არსებობს საშუალება, რომელიც ჰომოსექსუალობას კურნავს. შემდეგ ბევრი წავიკითხე, დოკუმენტურ ფილმებს გავეცანი და ჰოი, საოცრებავ, ასეთი რამ აღმოვაჩნიე: მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია გვეუბნება,რომ ჰომოსექსუალობა ავადმყოფობა კი არა ისეთივე ნორმაა, როგორიც ჰეტეროსექსუალობა, ანუ თქვენი მდგომარეობა. მე ასეთი დავიბადე. ეს არ არის ჩემი არჩევანი. ან რანაირად შეიძლება ისეთი რამ ავირჩიო ცხოვრებაში, რომლის გამოც შეიძლება ყველას ვძულდე?
მამა, მე გეი ვარ! ზუსტად ისე მიყვარს, როგორც შენ გიყვარს დედაჩემი. ზუსტად ისევე მჭირდება საყვარელი ადამიანი, როგორც შენ და იგივე ლტოლვა და ვნება მიჩნდება, როგორც შენ გიჩნდება დედაჩემის მიმართ!
აი, გაიხსენე, როცა პირველად აგიხსნა მამამ სიყვარული, როგორი ბევრი და სუფთა იყო ჰაერი. გაიხსენე, როგორი ბედნიერი იყავი. გაიხსენე, როგორ გიხაროდა ყოველი წუთი და მერე დაფიქრდი, რატომ არ მაქვს უფლება ზუსტად ისე გავიზიარო ბედნიერება, როგორც ეს შენ შეგიძლია?!
მე გეი ვარ და აბსოლუტურად არ მრცხვენია ამის ხმამაღლა თქმის! პირიქით, ვამაყობ რომ შემიძლია ვიყვირო, შემიძლია ბედნიერებისთვის ვიბრძოლო! ვამაყობ, რომ ვარ ის, ვინც ვარ! პრობლემა, ჩემში ვერასოდეს იქნება, პრობლემა თქვენშია, ვინც სიყვარული და წლობით ნაშენები ურთიერთობა მხოლოდ და მხოლოდ სამ სიტყვას გადააყოლეთ „რას იტყვის ხალხი?!“…

Комментариев нет

Автор изображений для темы: Maliketh. Технологии Blogger.