„შვილი, რომელსაც ცხრა თვე მუცლით ვატარებდი...“ - შვილმკვდარი დედის ემოციური წერილი მოსამართლეს


შვილმკვდარი დედის ემოციური წერილი, რომელიც სასამართლო პროცესზე პროკურორმა წაიკითხა და რომელმაც დარბაზში მყოფთაგან გულრგილი არავინ დატოვა, მათ შორის არც განსასჯელის სკამზე მჯდომი 18 წლის გოგონა, რომელმაც 27 ნოემბერს ლისის ტბასთან ავტოავარიის შედეგად წლინახევრის ტასო ჯულუხიძის სიცოცხლე იმსხვერპლა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ მ.ჯ-ს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. განაჩენის გამოცხადებას გარდაცვლილი ბავშვის ოჯახი არ ესწრებოდა. როგორც უკვე გითხარით, ბავშვის დედის, ლანა უნდილაშვილის წერილი სხდომაზე პროკურორმა წაიკითხა.  და აი რას წერს შვილმკვდარი დედა:
„გაფიქრებაც კი მზარავს იმისა, რომ შვილი აღარ მყავს. შვილი, რომელსაც ცხრა თვე მუცლით ვატარებდი, დღეებს ვითვლიდი, რომ გულში ჩამეკრა, მომიკლეს. შვილი, რომლის თვალებშიც ვხედავდი ჩემს ბედნიერებას. მზე, რომელიც მხოლოდ ჩემთვის ანათებდა 27 ნოემბერს სამუდამოდ დამიბნელეს.
ეს ტრაგედია, სამწუხაროდ მხოლოდ ტასუნას გარდაცვალებით არ დასრულებულა. ამ ტრაგედიამ დიდი დაღი დაასვა ჩემს უფროს შვილებს. მას შემდეგ პანიკური შიში აქვთ ავტომანქანის, გარეთ გასვლის, განათებულ ოთახში მარტო დარჩენის. მას შემდეგ ცალ-ცალკე ლოგინშიც ვეღარ წვებიან და ერთად წვანან.
რთულია ჩემთვის, როგორც დედისთვის გააზრება იმისა, რომ ამ ტრაგედიამ დაანგრია ჩემი ორი შვილის ფსიქიკა და სამუდამოდ გააჩერა ტასუნას გულის ცემა.
ყოველდღე ვუყურებ მის ხელუხლებელ ლოგინს, უჯრაში ჩალაგებულ ტანსაცმელს და მიჭირს გავაცნობიერო რომ ვიღაცის უპასუხისმგებლო გართობას შეეწირა ჩემი ტასუნას სიცოცხლე, რომ ის აღარასოდეს შემომანათებს თავის ცისფერ, ბრჭვიალა თვალებს. აღარასოდეს გამაცილებს ტკბილი კოცნით სახლიდან და აღარასოდეს დამხვდება სამსახურიდან სახლში დაბრუნებულს შეძახილებით - დედა“, - წერს ლანა უნდილაშვილი.
ტრაგედიის დღეს ჯერ კიდევ 17 წლის მ.ჯ-ს  ლისის ტბის მიმდებარედ შეყვარებული ახლადშეძენილი ავტომობილით მართვას ასწავლიდარა დროსაცსავარაუდოდ მუხრუჭის და გაზის „პედლები“ აერიასაჭე ვერ დაიმორჩილა და ავტომობილი ფეხით მოსიარულეთათვის განკუთვნილ პერიმეტრზე დიდი სისწრაფით შევარდა.
სწორედ ამ დროს გოგა ჯულუხიძეს სამი მცირეწლოვანი შვილი ლისის ტბაზე სასეირნოდ ჰყავდა წაყვანილიბავშვები ქვეითად მოსიარულეთათვის განკუთვნილ პერიმეტრზე სათამაშოდ შევიდნენრა დროსაც საავტომობილო გზიდან ML- მარკის ავტომობილმა დიდი სისწრაფით ჯერ სარეკლამო ბანერიშემდეგ კი საგზაო ნიშნები და ბუჩქები გაარღვია და იქვე მყოფ წლინახევრის ტასო ჯულუხიძეს დაეჯახა
თვითმხილველების გადმოცმითდარტყმა იმდენად ძლიერი იყორომ ბავშვი რამდენიმე მეტრზე მოისროლახოლო უფროსი გოგონარომ არ წაქცეულიყოავტომობილი მასაც დაეჯახებოდა.
თავის არეში მიყენებული უმძიმესი დაზიანებით ბავშვი იქვეწამებში გარდაიცვალამ.ჯ-ს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით წარუდგინეს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

Комментариев нет

Автор изображений для темы: Maliketh. Технологии Blogger.