ის, რაც „რუსთავი 2“-მა გააკეთა, ქვეყნის ღალატის კლასიკური მაგალითია!

რუსთავი2-ის სურათის შედეგი

27 იანვარს „რუსთავი 2"-ის საკვირაო გადაცემა „პოსტსკრიპტუმში" გავიდა სიუჟეტი, რომლითაც ამერიკასთან დადებული საიდუმლო შეთანხმება გამოამზეურეს და საქართველოს ხელისუფლება ამხილეს, ამერიკას ჰყიდის იარაღს, რომელიც შემდეგ სირიაში ხვდებაო... ამ ფაქტს პოლიტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე აფასებს.

„ის, რაც „რუსთავი 2"-მა გააკეთა, ქვეყნის ღალატის კლასიკური მაგალითია! „რუსთავი 2"-მა საქართველო „ხალიფატის" სამიზნედ აქცია!

ძალიან ბევრი რამ ვიცოდი სააკაშვილის რეჟიმის არცთუ კეთილშობილურ კავშირებზე და გეგმებზე, მაგრამ არასოდეს მილაპარაკია ამაზე, რადგან ეს ჩემს ქვეყანას დააზიანებდა! დაუშვებელია, ქვეყნის ხელისუფლებასთან ბრძოლის წადილით სახელმწიფო დააყენო დარტყმის ქვეშ!

ეს სიუჟეტი „ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ მმართველოსთან იყო შეთანხმებული - „რუსთავი 2" ხომ ნაცების პარტიული ორგანოა! „ისლამისტურ" ამბებთან კი თამაში არ შეიძლება! ეს არამხოლოდ უპასუხისმგებლობა, არამედ ანტისახელმწიფოებრივი დივერსიაა!", - განაცხადა მამუკა არეშიძემ.

Комментариев нет

Автор изображений для темы: Maliketh. Технологии Blogger.