სკანდალური ინფორმაცია ბიძინა ივანიშვილისა და ფარცხალაძეზე რომელიც ახლახანს გავრცელდა

დაკავშირებული სურათი

ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის გივი თარგამაძის თქმით, იმის გამო, რომ ლუკოილის პრეზიდენტი ეწინააღმდეგებოდა ფარცხალაძის დანიშვნას, ბიძინა ივანიშვილს მოუწია მოსკოვში, ლუკოილის მმართველთან, პეროვთან დარეკვა ფარცხალაძის დასანიშნად.
თარგამაძე, იმ კორუფციულ სქემაზეც საუბრობს, რომელსაც, მისი თქმით, სათავეში ოთარ ფარცხალაძე უდგას და, რომელიც ბათუმის პორტს უკავშირდება.
განცხადება თარგამაძემ არჩევანში საუბრისას გააკეთა. მისი თქმით, ოთარ ფარცხალაძემ ბათუმის პორტი ხელოვნურად გააკოტრა.
თარგამაძემ ფაქტებიც დაასახელა და თქვა, რომ ბათუმის პორტის დაჯარიმება რამდენჯერმე მოხდა და პორტის გაკოტრების პროცესში ჩართული იყო სასამართლო სისტემაც. დაყადაღდა ქონება და ბათუმის პორტს შეეზღუდა საქმიანობა.
თარგამაძის ინფორმაციით, სქემაში ჩართული იყო ყაზახური მხარის მიერ დანიშნული ადამიანი, საქართველოს ლუკოილი და ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბიძინა ივანიშვილი.
მისივე ინფორმაციით, ბათუმის პორტის გაკოტრების შემდეგ მთავარი დატვირთვა გადავიდა ბათუმის მცირე პორტზე, სადაც ტვირთების შემოტანის მარჟამ 25%-ით დაიწია. თარგამაძე ამბობს, რომ ამ გადაწყვეტილებით უფუნქციო გახდა ფოთის პორტიც.
„მარჟა ტვირთების შემოტანის დაწია და 25%-ით დაბალი გახადა, რომ შეეწოვა ყველა ტვირთი იქ. საბოლოო აკორდი იყო, როდესაც ფოთის პორტიდან ბათუმის პორტში გადმოვიდა ლუკოილი. სქემაში ჩართული იყო ვანო ჩხარტიშვილი და სასამართლოების მეშვეობით ჩამოაშორეს თანამდებობას ყაზახების დანიშნული ხელმძღვანელი და დანიშნეს ჩხარტიშვილის პროტეჟე. ვაიბრო კონსალტინგი გადაეცა საქართველოს რკინიგზას, რომელსაც აკონტროლებს უჩა მამაცაშვილი და აქ შეიკრა წრე...
"თურქმენეთის ნავთობის შემოტანას ისახავდა მიზნად. ფარცხალაძემ ჩათვალა რა, რომ სქემა დასრულებულია, მოინდომა ვანო ჩხარტიშვილის ამოგდება. შესთავაზეს, შენ გაიწიე და ნავთობს შემოვიტანთ ჩვენო. ამ ჭიდილში ვანო ჩხარტიშვილმა მოახერხა, მოელაპარაკა აზერბაიჯანელებს და ეს ნავთობი გაუშვა აზერბაიჯანულ მილში. ეს მთელი სქემა, რომელიც შედეგადაც ფოთის პორტი გააღატაკეს, ბათუმის პორტი დაანგრიეს, ბათუმის მცირე პორტიც დარჩა დაუტვირთავი,“ - განაცხადა თარგამაძემ.

Комментариев нет

Автор изображений для темы: Maliketh. Технологии Blogger.