“იმის გამო, რომ ვიღაცას არ მოსწონს ჩემი ორიენტაცია… არ მინდა გამომასალმონ” – გიორგი ქისტაური



გიორგი ქისტაური სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:



“დიდი ხანია ვფიქრობ როგორ და რანაირად დავწერო იმისთვის , რომ ზუსტად ისე გაიგოთ ყველაფერი როგორც არის და რაც არის.
მე ძალიან მიყვარს დედაჩემი,ჩემი მეგობრები, მამაჩემი, ჩემი მთლიანი ოჯახი, ადამიანები მიყვარს, მიყვარს ყოველი დილა და ყველა ღამე, მიყვარს ყველაფერი კარგი და ლამაზი, მიყვარს ჩემი თავი და იმის გამო, რომ ვიღაცას ჩემი გარეგნობა, ორიენტაცია, ქცევები, ხასიათი, წარმომავლობა, შეხედულებები არ მოსწონს, არ მინდა გამომასალმონ ყველა მაღლა ჩამოთლილთან.
იმის გამო, რომ ვიღაცა პოტენციური მკვლელი და მანიაკია არ მინდა გავხდე მისი მსხვერპლი ყველა მიზეზის გარეშე, არ მინდა დედაჩემს მდგომარეობა დაუმძიმდეს ასეთი ადამიანების გამო, მე მას ვჭირდები და იგი მე.
როდესაც არგუმენტები მოგყავთ “ჩვენ ნუ შეგვეხებით და თქვენთვის რაც გინდათ ის გიქნიათ”, “აფიშირებას ნუ გაუკეთებთ და საკუთარ სახლებში რაც გინდათ ის გიქნიათ”.
დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ ისეთ გარემოში გვიწევს ცხოვრება (გვინდა თუ არა), ვერ და არ გავბედავთ არავის არც გამოწვევას, არც არაფრის პროპაგანდას და მსგავს უსაფუძვლო რაღაცეებს, რასაც გვაბრალებთ.
სუსტის და უძლურის დაჩაგვრა ყველაზე ადვილი რამ არის მაგრამ ყველაზე არა ადამიანური.
ამ სტატუსით იქნებ ვინმეს, ვისაც ვეზიზღები(თ) ასე, სულ არაფრის გამო, დავანახო რომ ჩვენც გვყავს მშობლები, დები, ძმები, ოჯახი, მეგობრები, ჩვენც გვიხარია ცხოვრება, ჩვენც გვინდა დავტკბეთ ყოველდღიურობით, ჩვენც გვაქვს იმის უფლება ჩავიცვათ, ვატაროთ, გავაკეთოთ ის რაც გვინდა, მოვიქცეთ ისე როგორც გვინდა, ვიყოთ მასთან ვისთანაც გვინდა და გვიყვარდეს ის ვინც გვინდა, სიყვარულში ცუდი არაფერი არ არის, მტრობაში და სიბოროტეშია ყველაზე დიდი მინუსი, ამას უნდა დავუდგეთ წინ – არა სიყვარულს.
ნუ მოუკლავთ და ნუ ჩაუქოლავთ დედებს თავიანთ შვილებს, როგორი ცუდებიც არ უნდა ვიყოთ ყველა დედას უყვარს თავისი შვილი – ისეთი როგორიც არის და მოდი მან გადაწყვიტოს მოკლავს, ჩაქოლავს თუ გულში ჩაიკრავს მის შვილს, თქვენ ნუ გამოუტანთ ნურავის ნაადრევ განაჩენს და ნუ გაისტუმრებთ ამ ისედაც ნახევარ წუთიანი ცხოვრებიდან.” – წერს გიორგი ქისტაური.


წყარო (Primetime.ge)
Автор изображений для темы: Maliketh. Технологии Blogger.