სასწრაფოდ! დაპირისპირება პრემიერსა და მოქალაქეს შორის

img
პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი 26 მაისის ღონისძიებაზე იმყოფებოდა, სადაც მოქალაქემ მის მიმართ პრეტენზია გამოთქვა და განაცხადა, რომ 180 ლარიანი პენსია არასაკმარისია.
მოქალაქე: 180 ლარი თქვენს ბებიებს და ბაბუებს თუ ეყოფათ აბა?!
პრემიერი: გასაგებია რომ არ არის იმდენი რამდენიც უნდა იყოს.
მოქალაქე: მარტო თქვენ გიმუშავიათ? ჩვენ პედაგოგიურ მუშაობაში თვალები ამოგვიღამდა. რაც კი სასიკეთო გაგვაჩნდა გაგვიცია.
პრემიერი: ჩემი ბრალი არ არის ყველაფერი მემგონი ხო?
მოქალაქე: თქვენი ბრალი არ არის მაგრამ თქვენ შეგიძლიათ შეცვალოთ
პრემიერი: მემკვიდრეობა მივიღეთ რაღაცა და გავაკეთებთ უკეთესს.
მოქალაქე: მემკვიდრეობას 6-7 წელი არ სჭირდება. ამოძირკვეთ ის მემკვიდრეობა! თქვენ ჩემთვის მიუღწეველი ხართ, როგორც ზეციური ვარსკვლავი. თქვენ რომ რუსთაველის დღეს ზეიმობთ ეს რუსთაველის იდეოლოგია რატომ არ გაითვითცობიერეთ. "ქმნა მართლისა სამართლისა...."
პრემიერი: გასაგებია, კიდევ ერთხელ გეუბნებით 4 ჯერ გაიზარდა მკურნალობის ფასი რასაც ვიხდით პენსიონერებისთვის,
მოქალაქე: 300 ლარიანი ცნობა წარვუდგინე თქვენს მერიას და 100 ლარზე მეტს არ იძლევა. უგულავას დროს 200 ლარზე ნაკლები მედიკამენტებისთვის ფული არასდროს არ ყოფილა.
პრემიერი: უგულავას დროს თქვენ გმკურნალობდნენ სავადმყოფოში რომ მიდიოდით? პროტეზირებას, შინაგან ორგანოებზე ოპერაციებს გიკეთებდნენ? უსამართლო ბრძანდებით, არ არის ეგ სამართალი.

წყარო (Timesnews.ge)
Автор изображений для темы: Maliketh. Технологии Blogger.